კოვიდ 19–ით დაინფიცირების შემთხვევების  მატების გამო ნიუ–იორკში დღეიდან სკოლები იხურება

ავტორი: სალომე ბაჯაძე

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების მატების  გამო ნიუ–იორკში დღეიდან სკოლები იხურება. მილიონობით  ბავშვს გაკვეთილები ონლაინ ჩაუტარდება.

ნიუ–იორკის მოსახლეობა აპროტესტებს შეზღუდვას. მათთვის მიუღებელია, რატომ შეიძლება რესტორნებში სიარული, ხოლო ბავშვებს არ შეუძლიათ განათლების მიღება სკოლაში.

„წარმოუდგენელია, რომ ბავშვები განათლებას ვერ იღებენ, ჩვენ კი შეგვიძლია რესტორანში წავიდეთ და ვისადილოთ. ვთვლი, რომ ეს გადაწყვეტილება ლოგიკას არ ექვემდებარება“,– ამი შესახებ ამერიკის მოქალაქემ, ერთ–ერთმა მშობელმა ლეიქლი ვოლფიმ განაცხადა.

შემთხვევების სწრაფად გამოსავლენად, სურსათისა და მედიკამენტების ორგანიზაციამ რეგულაციები შეცვალა და სწრაფი ტესტების სახლში ჩატარების ნებართვა გასცა.

აშშ კორონავირუსის შემთხვევის რაოდენობით მსოფლიოში კვლავ პირველ ადგილზეა, გასული 12 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 170 000 შემთხვევა დადასტურდა. პანდემიის დაწყების შემდეგ გარდაცვლილთა რიცხვმა  250 000–ს გადააჭარბა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი