კოვიდსტატისტიკა რუსეთში: 29 258 ახალი ინფიცირებული და 567 გარდაცვლილი

 ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსით ინფიცირების  19-ის 29 258 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით კიდევ 567 პაციენტი დაიღუპა და გარდაცვლილთა რიცხვი 54 226 -მდე გაიზარდა. რუსეთში კორონავირუსისგან 2.4 მილიონზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ უკვე 3 მილიონს გადააჭარრბა. ამ მაჩვენებლით კი რუსეთი აშშ-ს, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი