კოვიდინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

კოვიდინფიცირებული სომხეთის პრეზიდენტი მდგომარეობის გაუარესების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფორმაციას სომხური მედია პრეზიდენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

“პრეზიდენტ არმენ სარქისიანს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვს, მათ შორის, მაღალი ტემპერატურა და ორმხრივი პნევმონია“, – ნათქვამია განცხადებაში.

5 იანვარს ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრეზიდენტს, რომელიც ლონდონში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი