კობახიძემ ოპონენტებთან დებატებისთვის მზადყოფნა გამოთქვა

ავტორი: ლევან არჩუაძე

“გთავაზობთ, რომ შევქმნათ ფორმატი, სადაც მმართველი და ოპოზიციური პარტიები ერთმანეთის პირისპირ დასხდებიან და ისაუბრებენ ყველა იმ საკითხზე, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება” – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ.

გამომდინარე იქიდან, რომ საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობამ და შედეგებმა მწვავე უკმაყოფილება გამოიწვია ოპოზიციურ პარტიებში, ისინი მთელი ამ დროის მანძილზე მოითხოვდნენ “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან შეხვედრას და ყველა იმ პრობლემური საკითხის განხილვას, რომელიც არჩევნების შემდეგ წარმოიქმნა.

“მზად ვართ, დავსხდეთ მათ პირისპირ და დავამტკიცოთ, რომ გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, არის მანიპულაციები და სპეკულაციები. ეს ყველაფერი მოულოდნელი არც ყოფილა და ამას არჩევნებამდეც ვაანონსებდი” – განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “ღამის კურიერში”

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი