ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტის ცხედარი კლინიკასთან ახლოს ტყეში სამართალდამცველებმა ნახეს.
ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
76 წლის ანზორ ლემონჯარია ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან 27 ნოემბერს გაიპარა.
მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს.