კლინიკა „გული“ 10 დეკემბრამდე დაიხურა

ავტორი: თიკო ნოდია

კლინიკია გულის 70-მდე თანამშრომელს, მათ შორის დირექტორ ანზორ მელიას კორონავირუსი დაუდასტურდა, ამიტომ საავადმყოფო 10 დეკემბრამდე დაიხურა. ინფორმაციას ანზორ მელია ავრცელებს.

ანზრომ მელიას თქმით, კლინიკა არ არის კოვიდმიმღები, იქ გულის პრობლემების მქონე პაციენტებს მკურნალობენ. ვირუსი ერთ-ერთმა პაციენტმა შეიტანა , რომელმაც დამალა სიმპტომები და ასე გავრცელდა კლინიკაში COVID-19.

“კლინიკა “გულის” 25 წლიან ისტორიაში პირველად ვართ ასეთ მძიმე მდგომარეობაში. მიუხედავად ჩვენ მიერ მკაცრი და დროული ღონისძიებების გატარებისა, როგორც სხვა კლინიკებში, ასევე ჩვენს კლინიკაშიც გავრცელდა ვირუსი.
დაიხურა რეამინაცია, ინტენსიური, ემერჯენსი და დიაგნოსტიკა, ფუნქციონირებს მხოლოდ კარდიოქირურგია.”, – წერია განცხადებაში.

კლინიკას სულ 200-მდე თანამშრომელი ყავს მათი უმრავლესობა დაინფიცირებულია

ექიმები მზად არიან პაციენტებს სატელეფონო კონსულლტაცია გაუწიონ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი