კლინიკა ,,ბომონდში” კორონავირუსისგან 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა

ავტორი: თიკო ნოდია

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში” კორონავირუსისგან ყველაზე პატარა პაციენტი, 50 დღის ჩვილი გამოჯანმრთელდა.

ჩვილი მკურნალობას ათი დღის განმავლობაში გადიოდა.

კლინიკა „ბომონდის“ პედიატრიული სამსახურის ხელმძღვანელის, ედიშერ ასათიანის თქმით, ჩვილი თავიდან ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რესპირატორული ჩივილებით სისუსტითა და ტემპერატურით მიიყვანეს, კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი სამკურნალოდ კლინიკის კოვიდცენტრში გადმოიყვანეს.

ამ დროისთვის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 13 ბავშვი გადის.

დღეს, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსისგან 2947 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი