კვლევის თანახმად, ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აქვთ

ავტორი: კატო მალანია

ახალშობილებს, რომელთა დედებიც ორსულობის დროს კოვიდ 19-ით იყვნენ ინფიცირებულები, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები აღმოაჩნდათ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სინგაპურის „სამეანო და გინეკოლოგიური კვლევითი ქსელის“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, კვლევის დასრულებამდე ხუთმა ორსულმა იმშობიარა და ხუთივეს შვილი ანტისხეულებით დაიბადა.

ანტისხეულების რაოდენობა ახალშობილებში სხვადასხვაგვარი იყო. იმ ჩვილებს, რომლების დედებიც კოვიდ 19-ით მაშინ იყვნენ ინფიცირებულები, როდესაც მშობიარობამდე შედარებით ნაკლები დრო იყო დარჩენილი, უფრო მეტი ანტისხეულები ჰქონდათ.

მეცნიერები აცხადებენ, რომ იმის დასადგენად, მცირდება თუ არა ანტისხეულების რაოდენობა ჩვილის ზრდასთან ერთად, დამატებითი გამოკვლევის ჩატარებაა საჭირო.

ამასთან, კვლევამ, რომელშიც 16 ქალი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობდა სხეულის მასის მაღალი ინდექსის მქონე უფროსი ასაკის ქალებში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი