კელი დეგნანი – კარგია, რომ პოლიტიკური პარტიები კვლავ ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ

კელი დეგნანმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების პროცესი დადებითად შეაფასა. შეერთებული შტატების ელჩის თქმით, კარგია, როცა პოლიტიკური სუბიექტები ერთად მუშაობენ და გამოსავლის პოვნას ცდილობენ.

“სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან. ეს არ არის აშშ-ის ან ევროკავშირის გადასაწყვეტი საკითხი, ეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერების გადასაწყვეტია და ჩვენ გამოსავლის მოსაძებნად სამუშაოს ვასრულებთ. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ, შეძლებისდაგვარად კონსტრუქციული საუბრის გაგრძელებას. ყველაფერი პოლიტიკური პარტიების ლიდერების გადასაწყვეტია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი