კახი კალაძე თბილისის ბიუჯეტს საკრებულოში წარადგენს

ავტორი: თიკო ნოდია

25 დეკემბერს დედაქალაქის მერი, კახი კალაძე საკრებულოში თბილისის ბიუჯეტს წარადგენს. ოპოზიციის წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან და დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ აპირებენ.

” ბიუჯეტს, დაემატება 225 მილიონი ლარი. უახლოეს დღეებში გადაგზავნილი იქნება თბილისის საკრებულოში განსახილველად. ჩვენს მიერ წარდგენილი ბიუჯეტის ოდენობა იქნება მილიარდ 50 მილიონი ლარი. ასევე უნდა აღვნიშნო ის, რომ მომდევნო წლის დასაწყისში, იანვარში ამ თანხას კიდევ 50 მილიონი დაემატება ზემოდან და საბოლოოდ, 2021 წლის ბიუჯეტი იქნება მილიარდ 100 მილიონზე მეტი, რაც ჩვენ მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ დედაქალაქში სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ძალიან ხშირად ხდება სპეკულაციები ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის მესამედი, 33% მიმართული იქნება სოციალური და ჯანდაცვის პროექტების დასაფინანსებლად. ეს არის დაახლოებით 350 მილონ ლარზე მეტი. ასეთი თანხა არასდროს ყოფილა ამ მიმართულებით გამოყოფილი“,-განაცხადა კალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი