კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაცია მსახიობის ძმამ, იმერი კავსაძემ განუცხადა.

იმერი კავსაძის ინფორმაციით,  კახი თავს კარგად გრძნობს, თუმცა მისი გამოწერა ჯერჯერობით არ იგეგმება.

“გაუმჯობესება არის, უკეთესი მდგომარეობაა. მე პირადად მასთან კომუნიკაცია აქ მაქვს, რადგან ის რეანიმაციაშია და მე იზოლაციაში ვარ, მაგრამ ლევან რატიანთან კომუნიკაცია გვაქვს. გამოწერა ჯერ არ იგეგმება, არც არის საჭირო ასეთი სიჩქარე. მთავარია მდგომარეობა უკეთესია, დადებითია ყველაფერი და სჯობს ნელ-ნელა აუჩქარებლად მივიდეს საქმე გამარჯვებამდე.”- განაცხადა იმერი კავსაძემ.

ცნობისთვის, კახი კავსაძე საავადმყოფოში 28 ნოემბერს გადაიყვანეს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი