კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლებისა და მონუმენტის, “ადამიანი და მზე” მიმდებარე ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

ავტორი: ლევან არჩუაძე

თბილისის მერიამ ჯორჯ ბუშის ქუჩაზე, კახეთის გზატკეცილის განაპირა ზოლების და მონუმენტის, “ადამიანი და მზე” აღდგენითი სამუშაოები დაასრულა. განახლებულ სკვერს და მონუმენტს თბილისის მერი, კახა კალაძე გაეცნო.

“სამგორის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტი დავასრულეთ. ეს ტერიტორია მდებარეობს აეროპორტის გადასახვევთან, სადაც დგას მონუმენტი “ადამიანი და მზე”. იგი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, დღეს კი სრულადაა აღდგენილი და განათებული. ასევე, გამწვანდა მიმდებარე ტერიტორია და დამონტაჟდა განათების სისტემა” – განაცხადა კახი კალაძემ.

ძირითადი აქცენტი კახეთის გზატკეცილის დენდროლოგიური ნაწილზე, სარწყავი და განათების სისტემების მოწყობაზე გაკეთდა. დაირგო 21 777 მწვანე ნერგი და 49000 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი.
თბილისის მერიის ცნობით, აღნიშნული სამუშაოების შესრულებაზე, ჯამში 12 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი