კახა კალაძე – ძალიან გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ და მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ

ავტორი: ნანა წულაია

საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული არ არის – პარლამენტში არის კიდევ ერთი პარტია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, პარტიებს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს.

„ძალიან გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ, მუშაობას პარლამენტში გააგრძელებდნენ და ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ. ეს ნამდვილად გამიხარდებოდა! ჩვენ ხომ ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ, ხომ ვფიქრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, გაჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი