კახა კალაძე – საახალწლო სოფლის მოწყობისთვის განკუთვნილი 700-800 ათასი ლარი მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ

ავტორი: ნანა წულაია

„საახალწლო სოფელი წელს არ გაკეთდება” –  ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ საახალწლო სოფლის მოწყობისთვის განკუთვნილი 700-800 ათასი ლარი მოხმარდება იმ ოჯახებს, რომლებსაც მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებათ.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ საახალწლო სოფელი წელს არ გაკეთდება. ჩვენ დაახლოებით 700-800 ათასი ლარი გვიჯდებოდა საახალწლო სოფლის გაკეთება. ეს თანხა, რომელიც უნდა დახარჯულიყო საახალწლო სოფლის მოწყობაში, მიმართული იქნება სარეზერვო ფონდში. ჩვენ დავეხმარებით იმ ოჯახებსა და  ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა. ეს იქნება საკვები პროდუქტებით უზრუნველყოფა წინასაახალწლო დღეებში. ამისთვის ჩვენ უკვე შექმნილი გვაქვს სპეციალური პლატფორმას, უკვე ნახევარი მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი სარეზერვო ფონდიდან და ხდება საკვები პროდუქტებით მომარაგება. მომდევნო დღეების განმავლობაში დავიწყებთ დარიგებას. ეს არის უმწეო მოხუცები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. ჩვენ გვაქვს მონაცემთა სრული ბაზა ამ გაჭირვებული ოჯახების, ამიტომ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და დავეხმაროთ“, – განაცხადა მერმა.

მისი თქმით, ყოველწლიურად 330 მილიონი ლარზე ცოტა მეტია განსაზღვრული ბიუჯეტში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ეს არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი