კახა კალაძე – აფრიკის დასახლების გარდა, სხვაგანაც თუ იქნება უკანონო შენობა-ნაგებობა, ამას მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

ავტორი: ნანა წულაია

აფრიკის დასახლების გარდა, თუ იქნება ისეთი შემთხვევები, სადაც უკანონო შენობა-ნაგებობა იქნება, ამას თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მერმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ შენობებში ადამიანები არ ცხოვრობენ.

„ასეთი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირება იქნება. თუ ადამიანები ცხოვრობენ, მაშინ კანონმდებლობა მოქმედებს და მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლებამოსილება, ადამიანები გამოასახლოს“,  – განაცხადა კახა კალაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი