კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყის ქვედა საფარი იწვის

ავტორი: ნანა წულაია

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რკონის მიმდებარედ ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის ქვედა საფარს წუხელ გვიან ღამით გაუჩნდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა უკვე მუშაობს. ხანძარი დასახლებიდან ათი კილომეტრის მოშორებითაა.

ამასთან, კასპის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ რთული რელიეფის გამო, სახანძრო მანქანებს ცეცხლის კერასთან მისვლა უჭირთ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი