,,კარტოგრაფების საქმეზე” ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა

ავტორი: თიკო ნოდია

გუშინ, 14 დეკემბერს, “კარტოგრაფების საქმეზე” საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა.

მინისტრი საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმეა, რომელიც არაერთი მოწმის ჩვენებაში იხსენიება, როგორც პროცესში ჩართული პირი.

ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად იყო ჩართული შეხვედრებში, სადაც საზღვრის საკითხი განიხილებოდა.

მინისტრი მნიშვნელოვანი მოწმეა, რომელიც ფიგურირებს ბევრ ჩვენებაში,როგორც პროცესში ჩართული პირი. ის უსმენდა სასულიერო პირებს, აძლევდა დავალებებს საჯარო მოხელეებს და, როგორც არქიმანდრიტი კირიონი ამბობს თავის ჩვენებაში, სწორედ მისი დამსახურებაა ამ საქმის ამგვარი გაგრძელება. აღნიშნულ ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილის გამოკითხვას ამ საქმის ბრალდებული ივერი მელაშვილის დაცვის მხარე თვეზე მეტია ითხოვს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი