‘’კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-დან 10 წლამდე’’ – ჰანს კლუგე

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’უნდა გავიაზროთ, რომ დრო იქნება საჭირო იმისთვის, რომ მოსახლეობის საკმარისი ნაწილი აიცრას, რათა საზოგადოებამ კოლექტიური იმუნიტეტი გამოიმუშაოს. ასე რომ, ჩემი მესიჯი უცვლელია, ჩვენ უნდა მივყვეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომებს.“ – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ კლინიკურ სასტუმრო „ჰოილიდეი ინნში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, რაც შეიძლება უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავებას 5-დან 10 წლამდე სჭირდება, თუმცა ბაზარზე უკვე რამდენიმე ვაქცინაა, რაც პოზიტიური მიდგომის საშუალებას იძლევა.

„დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ნებისმიერი ვაქცინა, რომლის გამოყენებაც მოხდება, არის უსაფრთხო და ეფექტური. როგორც წესი, კარგი ვაქცინის შემუშავებას სჭირდება 5-დან 10 წლამდე, ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ერთ წელზე ნაკლებ დროზე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეა, სულ უფრო მეტი ვაქცინაა, რომელიც გადის დამტკიცების პროცედურას და ისინი მომავალი წლიდან გავრცელდება.’’ – განაცხადა ჰანს კლუგემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი