“კაპიტოლიუმის შენობა უსაფრთხოა” – წარმომადგენელთა პალატის მანდატური

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მანდატურის, პოლ ირვინგის განცხადებით, კაპიტოლიუმის შენობა შეჭრილი მოქალაქეებისგან გათავისუფლებულია და უსაფრთხოა. ამის შესახებ გამოცემა “როიტერი” იტყობობინება.

დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის ორივე პალატის გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობდა და კანონმდებლები აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. შენობაში შეჭრილები მოითხოვდნენ, კონგრესს არ ეღიარებინა ჯო ბაიდენის გამარჯვება.

სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი