“კამერა და მიკროფონი არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში გაცილებით უფრო საშიში იარაღია, ვიდრე თუნდაც გახსნილი ხელყუმბარა”-ზვიად ავალიანი

ავტორი: შორენა პირველი
” რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ კამერა და მიკროფონი არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში გაცილებით უფრო საშიში იარაღია, ვიდრე თუნდაც გახსნილი ხელყუმბარა,”- ჟურნალისტი ზვიად ავალიანი ქართულ მეინსტრიმულ მედიას აკრიტიკებს.
“მე მაპატიეთ, მაგრამ უკვე ძალიან გამაღიზიანებელია მედიაში გამართული ორმოცდღიანი დაუსრულებელი გლოვა და თავზე ნაცრის ყრა ზუგდიდში ბანკის გაძარცვის გამო.
ასევე ძალიან ცუდად ჩანს წამდაუწუმ იმის მტკიცება რომ მორჩა, დამთავრდა, საქართველო სახელმწიფო აღარ არის, ჩვენ ქვეყანა აღარ გვაქვს და ა.შ.
თქვე კარგო ადამიანებო, ბანკის ფილიალი კი არა, თუკი რამე სიმბოლური შენობა იდგა ამერიკაში, ყველგან ერთდროულად შეიჭრნენ ტერორისტები 2001 წლის 11 სექტემბერს და ნახევარი მილიონი დოლარი კი არა, სამი ათასი სიცოცხლე წაიღეს, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამით ამერიკის ისტორია დასრულდა.
სხვათა შორის, არც ამერიკულ მედიას გამოუცხადებია იმდროინდელი ადმინისტრაცია „მთავარ დამნაშავედ“ მომხდარ ტრაგედიაში, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მედიის უდიდესი ნაწილი ტრადიციულად დემოკრატიულ პარტიას გულშემატკივრობს, პრეზიდენტი კი მაშინ რესპუბლიკელი იყო.
ჰოდა, ჩვენთან რა მოხდა ისეთი, რაც არსად მომხდარა და არსად გაგონილა?
არ ვიცი… მაგრამ რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ კამერა და მიკროფონი არაკეთილსინდისიერი ადამიანების ხელში გაცილებით უფრო საშიში იარაღია, ვიდრე თუნდაც გახსნილი ხელყუმბარა,”-წერს ზვიად ავალიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
0

You may also like

დატოვეთ კომენტარი