„კალაძის დღევანდელი განცხადება ქვეყნის კონსტიტუციის უხეში დარღვევაა“ – მამუკა ტუსკაძე საგანგებო ბრიფინგს აანონსებს

ავტორი: neopress.ge

„დღევანდელი ზეპირი განკარგულებით კახა კალაძემ ფეხქვეშ გათელა ადამიანის ფუნდამენტური უფლება, იქონიოს საკუთება“ – აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ლიდერი, მამუკა ტუსკაძე 16:00 სთ-ზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრებს. მისი თქმით, ქალაქის მერმა უხეშად დაარღვია ქვეყნის კონსტიტუცია  და ზეპირი განკარგულება ყოველგვარი საკანონმდებლო საფუძვლის გარეშე გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, თბილისში მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების თვითნებურად მიტაცების საკითხის მოწესრიგება და პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, ამ მიწებზე არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი დაავალა.

საგანგებო ბრიფინგი დღეს, 16:00 სთ-ზე, პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისთვის“ ცენტრალურ ოფისში გაიმართება.

მისამართი: გურამიშვილის გამზირი 17ბ

საკონტაქტო ტელ: 555 56 96 44

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი