“ვაშაძის კრიტიკას გამოარჩევდა ის, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში” – თეა წულუკიანი

ავტორი: თიკო ტეფნაძე

“ბატონი გრიგოლი იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის კრიტიკას და “ქართული ოცნების” ქარ-ცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე თან ის, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში” – ასე გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძის “ნაციონალური მოძრაობიდან” წასვლას.

მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძე “ვიწრო პარტიული” ინტერესებიდან გამომდინარე არასდროს საუბრობდა და ფიქრობდა, რა იქნებოდა ქვეყნისთვის უკეთესი.

“სანამ 8 მარტის შეთანხმებას მივიღებდით, მანამდე მქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიმეღო ორ საწყის რაუნდში პარტიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად. იქ გავიცანი პირველად პირველად გრიგოლ ვაშაძე. ადრეც აღვნიშნე და ახლაც ვიტყვი, იქ წარმოდგენილი ოპოზიციის წევრებიდან, ბატონი გრიგოლი ყოველთვის იყო მწვავე და პრინციპული, მაგრამ მის ყოველ კრიტიკას, “ქართული ოცნების” ქარ-ცეცხლში გატარებას ყოველთვის გასდევდა ხოლმე თან ის, რაც იშვიათად დამინახავს სხვა ოპოზიციის წევრებში. იტყოდა ძალიან უსიამოვნო რამეს ჩემი ყურებისთის, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ნათქვამი და ნაკარნახევი არა ვიწრო პარტიულად, არამედ იმით, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის. ეს ყოველთვის ასე იყო, რაც არ უნდა მომწონდეს, რაც არ უნდა ჩემთვის მიუღებელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენდეს” – განაცხადა წულუკიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი