‘’იყო თვითტკბობა და ნარცისიზმი’’ – გიგა ბედინეიშვილი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’ზედმეტად მძიმე და მკაცრი ზომები მიიღო ხელისუფლებამ. მე არ მგონია, რომ ამან ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით შვება მოგვცეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სფეროში სიმძლავრეები შევქმნათ. ამ ხნის განმავლობაში ვერ დავინახე ასეთი ვერაფერი, ჩემი აზრით, ორი მიმართულებით უნდა წასულიყო გეგმა, ერთია რისკ ჯგუფების იზოლირება და მეორე – ჯანდაცვის სფეროში რეზერვის შექმნა. გაზაფხულის მერე ძირითადად იყო თვითტკბობა და ნარცისიზმი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მაგრად გაუმკლავდნენ ვირუსს.’’ – ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა ტელეკომპანია ‘’ფორმულას’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ჩაკეტვა იყო ბოლო გამოსავალი, მთავრობამ კი წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური ინტერესები წინ დააყენა და ცოტახნით თვალი დახუჭა ინფიცირებულთა გაზრდილ რიცხვზე.

‘’ეს არის იმის აღიარება, რომ სხვა გზა არ არის, გარდა ჩაკეტვისა. გაზაფხულზე ტყუილად ჩაკეტეს მასობრივად ეკონომიკა და მიაყენეს ზიანი, ასე რომ არ ყოფილიყო ცოტა უკეთესად შევხვდებოდით გაზრდილ რიცხვს. აშკარად იცოდნენ, რომ დინამიკა გაიზრდებოდა, თუმცა არ აწყობდათ არჩევნების გადადება და მიაჩუმეს სიტუაცია. ყველა ნიშანია იმის, რომ ხდებოდა პრიორიტეტიზაცია იმისა, თუ როგორი იყო პოლიტიკური კონიუნქტურა, ეს იყო პირველ ადგილზე, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე იცოდნენ რა შედეგები დადგებოდა.’’ – განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი