იტალიის ხელისუფლება შობისა და ახალი წლის დღესასწაულებში საკარანტინო შეზღუდვებს ამკაცრებს

ავტორი: კატო მალანია

იტალიაში შობისა და ახალი წლის დღესასწაულების პერიოდში კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები იმოქმედებს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსახლეობას პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ გააცნო. მანამდე კოალიციურ მთავრობაში აზრთა სხვადასხვაობა იყო. ნაწილი სრულ კარანტინს ითხოვდა, ნაწილის აზრით კი ბიზნესებისთვის შეღავათებს უჭერდა მხარს. საბოლოოდ რეგულაციების გამკაცრება გადაწყდა.

ახალი წესების თანახმად, არააუცილებელი მაღაზიები დაიკეტება 24, 25, 26, 27 და 31 დეკემბერს და 3, 5, და 6 იანვარს. ამ პერიოდში იტალიის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად ან გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების შემთხვევაში შეეძლებათ. რაც შეეხება 28-30 დეკემბრის პერიოდს, ამ დროს მოქალაქეებს სახლის თავისუფლად დატოვება შეეძლებათ, თუმცა დღესასწაულების პერიოდში დახურული რჩება ყველა ბარი და რესტორანი.

ქვეყნის პრემიერმა მოქალაქეებს მოუწოდა პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ვითარება კვლავ რთულია მთელ ევროპაში. ვირუსი ყველგან ვრცელდება. ჩვენი ექსპერტები სერიოზულად წუხდნენ, რომ შობის დღესასწაულზე იქნებოდა ახალი შემთხვევების დიდი მატება. ამიტომ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ჯუზეპე კონტემ მოქალაქეებისადმი მიმართვისას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი