იტალიაში კორონავირუსის ახალი სახეობის ერთი შემთხვევა აღმოაჩინეს

ავტორი: თიკო ნოდია

COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ახალი შტამით, VUI-202012/01 იტალიის ერთი მოქალაქე დაინფიცირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ინფიცირებული დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა.

მიიჩნევა, რომ კორონავირუსის ახალი სახეობის გავრცელება დაიწყო დიდ ბრიტანეთში, რადგან პირველი შემთხვევა მეცნიერებმა სწორედ იქ აღმოაჩინეს.

იტალიამდე ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები დადასტურდა დანიაში, ნიდერლანდსა და ავსტრალიაში.

ითვლება, რომ ვირუსის ახალი სახეობა დღემდე ცნობილ შტამზე 70%-ით უფრო გადამდებია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი