იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გასული წლის ნოემბერში აღმოაჩინეს

ავტორი: თიკო ნოდია

ოთხი წლის იტალიელი ბიჭი Covid-19-ით ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში დაავადდა. აღნიშნულმა ინფორმაციამ შეიძლება არსებითად შეცვალოს ვირუსის გავრცელების ვადები.

აქამდე ითვლებოდა, რომ ევროპაში ყველაზე ადრე აღმოჩენილი შემთხვევა იყო 43 წლის ფრანგი, რომელიც დეკემბრის ბოლოს დაინფიცირდა.

იტალიელი მეცნიერების აზრით, ვირუსი ქვეყანაში იმაზე ადრე გავრცელდა, ვიდრე თებერვალში პირველი ოფიციალური შემთხვევა დადასტურდებოდა.

პატარა ბიჭს, ლომბარდიის რეგიონის მილანთან ახლოს მდებარე ქალაქიდან, 21 ნოემბერს დაეწყო გრიპის მსგავსი სიმპტომები და გამონაყარი, თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ იგი წითელათი იყო დაავადებული. მაგრამ 2020 წლის დეკემბერში გამოვლინდა კორონავირუსის არსებობა, მილანის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევის თანახმად.

“ამ აღმოჩენას აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან იგი აფართოებს ჩვენს ცოდნას COVID-19-ის გადაცემის დროისა და რუკკის შესახებ”, – თქვეს მკვლევრებმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი