‘’ის არ არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს რაიმე სახის წაგების აღიარება’’ – რობ ფარბმანი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

“ჩვენი მუშაობისთვის ერთ-ერთი ძირითადი ხელისშემშლელი ის იყო, რომ გყვავს პრეზიდენტი, რომელიც აქტიურად ცდილობდა, ხალხისთვის ეჭვი გაეჩინა ხმების დათვლასთან დაკავშირებით.’’ – ამის შესახებ Edison Research-ის ვიცე პრეზიდენტმა რობ ფარბმანმა ტელეკომპანია ‘’ფორმულასთან’’ ინტერვიუში ისაუბრა.

მისივე თქმით, ტრამპს უბრალოდ უჭირს დამარცხების აღიარება და ეს სცენარი თავიდანვე დაგეგმილი ჰქონდა.

‘’ხალხს აგრძნობინებდა, რომ ფოსტით ხმის მიცემას ვალიდაცია არ ჰქონდა, რომ ეს თაღლითობა იქნებოდა. მან შიში ჩაუნერგა თავის მომხრეებს, რომ ხმის მიცემისას ადგილი თაღლითობას ექნებოდა, რამაც დიდი დაძაბულობა გამოიწვია მთელს ქვეყანაში და ყველაფერი გაცილებით გაართულა. წინასწარი გამოკითხვებით მიხვდა, რომ წააგებდა. ის არ არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს რაიმე სახის წაგების აღიარება. ასე რომ, არჩევნების წინ კარგად მოემზადა, ამას დასაწყისშივე გეგმავდა.” – განაცხადა რობ ფარბმანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი