“ისევ მაწუხებს თავისა და ყელის ტკივილი, ძლიერი ხველა და სისუსტე” – ცერცვაძე

“ისევ მაწუხებს თავისა და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.” – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალური ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდის განცხადებით, დირექტორი  ჯერ ისევ სახლში მკურნალობს, თუმცა მდგომარეობის გართულების შემთხვევაში მკურნალობას სტაციონარში გააგრძელებს. მისი მეუღლე თავს უკეთ გრძნობს.

“ცოტა მეუხერხულება ჩემს შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ. ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავისა და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.
მიუხედავად ამისა, ვცდილობ ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ფეისბუქში დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშვნელოდ აწუხებდა ყელის და სახსრების ტკივილი.
თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ…
სულ ეს არის და ეს…
გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას..” – განაცხადა ცერცვაძემ.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი