ირლანდიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა

ირლანდიაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები დააწესა,-ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სკოლები დაიხურება, მოსახლეობას აუცილებელი საჭიროების გარდა ქუჩაში გასვლა ეკრძალება. ადამიანი, რომელიც ირლანდიაში შესვლას გადაწყვეტს ვალდებულია ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტი წარადგინოს.

ირლანდიის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი ლეო ვარადკარის განცხადებით ქვეყანას “ბნელი იანვარი” ელოდება, თუმცა ვაქცინაცია სიტუაციას უკეთესობისკენ შეცვლის.

ბოლო მონაცემებით, ირლანდიის რესპუბლიკაში კორონავირუსით ინფიცირების 121,000-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა და აქედან 2,299 ფატალურად დასრულდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი