ირანის პრეზიდენტი – ბაიდენის გამარჯვებით ბედნიერები არ ვართ, თუმცა ტერორისტი ტრამპის წასვლით, კი

“ბაიდენის გამარჯვებით ბედნიერები არ ვართ, თუმცა ტერორისტი ტრამპის წასვლით, კი”, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანმა მედიასთან ისაუბრა.

„ბაიდენის მოსვლით არცთუ ძლიერ აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ ტრამპის წასვლით ძალიან ბედნიერები ვართ. დონალდ ტრამპი არის ადამიანი, რომელმაც ბევრი საშინელება ჩაიდინა, რომელიც იყო მკვლელი და ტერორისტი,“-განაცხადა რუჰანმა.

“ალ ჯაზირას” ცნობით, რუჰანმა დონალდ ტრამპი დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამერიკის პრეზიდენტი ირანს კორონავირუსის ვაქცინის შეძენაში ხელს უშლის.

“ტრამპი ვაქცინების შეძენაში დაბრკოლებებს გვიქმნის. აი, რამდენად მოკლებულია ეს ადამიანი ყველა ეთიკურ და ადამიანურ პრინციპს“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი