ირანის მთავრობის განცხადებით მათ სპარსეთის ყურეში სამხრეთ კორეის ტანკერი და ეკიპაჟი მძევლად არ აუყვანიათ

ირანის მთავრობის განცხადებით მათ სპარსეთის ყურეში სამხრეთ კორეის ტანკერი და ეკიპაჟი მძევლად არ აუყვანიათ.

“ამგვარ ბრალდებებს შევეჩვიეთ, მაგრამ თუ კი ვინმეს მძევლების ამყვანის სახელი უნდა ეწოდოს, ეს არის სამხრეთ კორეის მთავრობა, რომელებსაც ჩვენი კუთვნილი 7 მილიარდი დოლარი აქვთ დაკავებული.”- განაცხადა ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ალი რაბეიმ.

ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს სამხრეთ კორეული ტანკერი MT Hankuk Chemi-ი გუშინ დააკავა. ამ ფაქტს ირანელი კრიტიკოსები ირანის მხრიდან სეულზე ზეწოლის მოხდენის მცდელობად აფასებენ.

ცნობისთვის, ირანის მიზანი სამხრეთ კორეის ბანკებში მათი კუთვნილი 7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აქტივების ყადაღისგან გათავისუფლებაა. სამხრეთ კორეამ აღნიშნული ფაქტი მძევლების აყვანად შეაფასა. ირანის მთავრობა კი ირწმუნება სამხრეთ კორეის ტანკერი “გარემოს დაცვის” კანონს აღვევდა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი