ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს

თბილისის საკრებულოსა და პოლიტიკური პარტიების ზოგიერთი პატივცემული წევრი უკვე მერამდენედ ირანისა და საქართველოს – ამ ორი დიდი ერის მეგობრული ურთიერთობის საწინააღმდეგოდ, არამეგობრულ და არაკონსტრუქციულ განცხადებებს აჟღერებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო ავრცელებს.

ამასთან, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებსა და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან უცხო აქტორთა მხრიდან უარყოფითი გავლენა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ კავშირებზე.

“ირანის ისლამური რესპუბლიკის დამოკიდებულება ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან მიმართებაში, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე, მშვიდობიანი თანაცხოვრების პატივისცემას ეფუძნება, რომელიც თავისმხრივ ძლიერ კულტურულ-მორალურინტერესებსა და კავშირებს ემყარება.

ირანის ისლამური რესპუბლიკის სტრატეგია მეზობელ ქვეყნებსა და საქართველოსთან ურთიერთობებში, მათ შიდა საქმეებში ჩაურევლობასა და სხვა ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებში მიუმხრობლობის პრინციპს წარმოადგენს.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებსა და მედიასაშუალებებს, არ დაუშვან უცხო აქტორთა მხრიდან უარყოფითი გავლენა ორ ქვეყანას შორის არსებულ კეთილმეზობლურ კავშირებზე, მდგრად ინტერესებსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებზე.

საელჩო მზადაა, ყველა პარტიასა და მედია საშუალებასთან თანამშრომლობით, დაიწყოს დიალოგი, რომელიც ორიენტირებული იქნება კეთილგანწყობაზე, ურთიერთობების გაღრმავებაზე, ირანელი და ქართველი კულტურისმოყვარე ხალხის ნებასა და ორი ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე.”- ნათქვამია განცხადებაში.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი