ირაკლი ღარიბაშვილი – ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

ავტორი: ნანა წულაია

“ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა სამართლიანობა, კანონი და წესრიგი” – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პოლიტიკურ ცხოვრებაში ბიძინა ივანიშვილის მიღწევა ძალიან ბევრია.

„ბიძინა ივანიშვილის მიღწევები პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან ბევრია. ძირითადი მიღწევები შეიძლება დაიყოს რამდენიმე კატეგორიად. პირველი, გამოვყოფდი იმას, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ, 2012 წელს ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება, სწორედ თავისუფლება მისცა ივანიშვილმა, დაამკვიდრა სამართლიანობა, კანონი და წესრიგი. ალბათ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური მონაპოვარი. ამის შემდეგ ადამიანის უფლებების, ევროინტეგრაციის კუთხით სერიოზული მიღწევა, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ა.შ. ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, ეს არის რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ , „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდანაც მიდის.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი