ირაკლი კობახიძე – საქართველოს ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილი თავს ესხმის გერმანიის ელჩს და ახსენებს გერმანელებს წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ

ავტორი: ნანა წულაია

„იმ ფაშისტური ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის მეუღლე, ახსენებს გერმანელებს იმ მძიმე წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ” – უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას ეხმიანება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ელჩებზე თავდასხმის უკან კონკრეტული პოლიტიკური ძალა დგას.

„რაც შეეხება თავდასხმას ამერიკის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, ეს არ არის ერთი პრობლემური მედია მფლობელის ფანტაზიის ნაყოფი, ამის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ეს ადამიანიც, ვინც პირველი გამხმოვანებელია ამ მესიჯების, ნიკა გვარამია, არის ბუნებრივია, ამ პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მაგრამ მთავარი, ვინც დგას ამ ორკესტრირებული და ორგანიზებული თავდასხმის უკან, არის გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია. ეს არის მისი იდეები და სწორედ ამის ხორცშესხმა ხდება საბოლოო ჯამში, პირველ რიგში ნიკა გვარამიას მიერ და „ნაცმოძრაობის“ მთელი აქტივის მხრიდან. კონკრეტული პარტიები, „ლელოს“ და „გირჩის“ ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ მიუღებელია ასეთი თავდასხმები. მიუღებელი როა და სხედან ბოკერიას, გვარამიას და ბურჯანაძის გვერდით, აქ სად არის სტანდარტები და და პრინციპები. სწორედ იქიდან ჩანს, რომ სიტყვით ემიჯნებიან, მაგრამ საქმეში არიან აბსოლუტურად ერთად. შესაბამისად საზოგადოება ყველაფერს ხედავს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ისტორიული პარალელებით სარკაზმს უნდა ერიდებოდეს.

„არადა, გერმანიის ელჩი წესით უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, მით უმეტეს სხეულის ნაწილების დაწვაზე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი