იპონიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით,  ქვეყანაში  კორონა ვისურის 2 508 შემთხვევა დაფიქსირდა.

პრემიერ მინისტრმა იოშიჰიდა სუგამ განაცხადა, რომ პარასკევს მთავრობის სამოგზაურო და სასადილო პროგრამები  შეჩერდება კორონავირუსის ცხელ წერტილებში, შემდგომი ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

”იმ ადგილებში, სადაც ინფექციის ზრდა გარკვეულ დონეს მიაღწევს, პრეფექტურის გუბერნატორებთან კოორდინაციით, ჩვენ უფრო მკაცრ პრევენციულ ზომებს მივიღებთ”, – თქვა სუგამ. დროებითი გაუქმების არეალები და თარიღი განისაზღვრება მომავალ კვირას.

შაბათს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა ყოველდღიური ინფექციების ყველაზე მეტი რაოდენობა 539 შემთხვევით.

ოსაკა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი, სადაც ასევე  რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა  – 415 ახალ შემთხვევა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი