“ინფიცირებულებს, ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში უწევთ მისაღებში მოცდა” – ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი

ავტორი: ლევან არჩუაძე

“ამ ეტაპზე, ბოჭორიშვილის კლინიკა პაციენტებს ვეღარ მიიღებს, რადგან იმდენად გადაჭედილია, რომ ინფიცირებულებს, ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში მისაღებში უწევთ ლოდინი” – განაცხადა კლინიკის ექიმმა, ლია გოლიაძემ.

ტელეკომპანია “მთავართან” საუბრისას, გოლიაძემ თქვა, რომ კლინიკას გააჩნია ყველა პირობა, უმკურნალოს იმდენ პაციენტს, რამდენიც მათს კლინიკაში ამ მომენტისთვის იმყოფება, უფრო მეტის მიღება კი შეუძლებელია.

„ამ წუთს, ჩვენს კლინიკაში არცერთი პაციენტი წევს ისეთი, რომელსაც არ ესაჭიროება სტაციონრული მკურნალობა. თუ ოდნავ მაინც ხდება პაციენტის სტაბილიზაცია, ჩვენ ასეთ პაციენტს ვუშვებთ ან კოვიდ სასტუმროში, ან ბინაზე“ – თქვა ექიმმა ლია გოლიაძემ.

 

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი