ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, “Europcar” კომპანიებს სატრანსპორტო მომსახურებას სთავაზობს

ავტორი: კახი კახეთელიძე

ინფიცირების რისკების შემცირების მიზნით, „თეგეტა“ ჰოლდინგის შვილობილი კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას.

კომპანია უზრუნველყოფს მძღოლების და მგზავრებისთვის პირბადეებს, თერმოსკრინინს, ავტომობილების სრულ დეზინფექციას ყოველი დღის ბოლოს, ავტომობილების და მგზავრთა დაზღვევას, ასევე საწვავს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, Europcar-ის ავტომობილები აღჭურვილია უახლესი ჯიპიეს სისტემით და ყველა საჭირო დამატებითი აქსესუარით.

კომპანია „Europcar“ კომპანიებს სთავაზობს თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილებისთვის სატრანსპორტო მომსახურებას. რაც გულისხმობს კონკრეტული კომპანიის თანამშრომლების ტრანსპორტირებას სახლი-სამსახური-სახლი, ასევე შეხვედრებზე გადაადგილებას. სერვისი მოიცავს როგორც მსუბუქი ავტომობილების, ისე მინივენების და მიკროავტობუსების მომსახურებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეპიდსიტუაციის გამწვავების ფონზე, მეტად მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების ზომები და ვიზრუნოთ ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, რაც უზრუნველყოფს ვირუსის გადადების შემთხვევებისგან დაცვას.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი