“ინტელექტუალური რესურსების მობილიზება და განათლების დაფინანსებაა საჭიროა, მაგრამ “აგრარული ქვეყნობა გოიმობაა” პათოსის გარეშე”-პაატა კუპატაძე

ავტორი: შორენა პირველი
“ინტელექტუალური რესურსების მობილიზება და განათლების დაფინანსება საჭიროა, მაგრამ “აგრარული ქვეყნობა გოიმობაა” პათოსის გარეშე. საქართველო არის აგრარული ქვეყანა და სავალალოა, რომ აგრარული სექტორის დაფინანსების პირობას “გასაგები მიზეზების” გამო არცერთი ხელისუფლება არ ასრულებს,”- ჟურნალისტი პაატა კუპატაძე სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის აუცილებლობაზე პოსტს აქვეყნებს:
“ეკონომიკის პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორი ნინო ევგენიძე მიკითხავს ლექციას, რომ ინოვაციებსა და ტექნოლოგიებშია ინვესტიცია ჩასადები და არა სოფლის მეურნეობაში, რომ ესტონეთივით სკაიპის გამოგონებაა საჭირო და არა მიწის დამუშავება, რომ აგრარული ქვეყანა აღარ უნდა ვიყოთ, რადგან ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დადასტურებულა, რომ აგრარული ქვეყნობა ჩამორჩენილობას ნიშნავს. ამას ვისმენ მე ტელევიზორში, რომლის უკანაც, ფანჯრის თაროზე გრძელი ქოთნები მიდგას მწვანილის ნათესებით. ამას ვისმენ მე, რომელსაც 200 კვ.მ. მიწაზე თბილისში მომყავს ყველანაირი ხილი, ბოსტნეული, კენკრა და სოკოც კი. ვიზიარებ ამ ეკონომისტის პათოსს, რომ ინტელექტუალური რესურსების მობილიზება და განათლების დაფინანსებაა საჭირო, მაგრამ “აგრარული ქვეყნობა გოიმობაა” პათოსის გარეშე. საქართველო არის აგრარული ქვეყანა და სავალალოა, რომ აგრარული სექტორის დაფინანსების პირობას “გასაგები მიზეზების” გამო არცერთი ხელისუფლება არ ასრულებს. გრძელვადიანი, სიმბოლურპროცენტიანი კრედიტები ფერმერებს და პროფილური საწარმოები, სადაც პროდუქციის ჩაბარებას შეძლებენ- არის გამოსავალი. ის, რომ აგრარული სექტორია მთავარი და არა ტურიზმი და ინტელექტი, სახეზე გვაქვს: გაჩნდა ვირუსი, ჩაწვა სასტუმრო და უნივერსიტეტი, მუშაობს მარნეული და გარდაბანი. მადლობა ღმერთს, პანდემია არ გამოდგა ისეთი ფატალური, სურსათის ექსორტი შეეჩერებინა, თორემ შიმშილით მოკვდებოდა ხალხი ქვეყანაში, რომელიც დაუმუშავებელ მიწაზე ცხოვრობს.”-წერს პაატა კუპატაძე.
0

You may also like

დატოვეთ კომენტარი