ინსტაგრამმა ახალი ფუნქცია, საკვანძო სიტყვებით ძიება დაამატა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

კომპანიამ განაცხადა, რომ ძიების ახალი ფუნქცია ისეთ ფაქტორებს გაითვალისწინებს, როგორიცაა კონტენტის შინაარსი, წარწერები და ის, თუ როდის განთავსდა ესა თუ ის პოსტი. ასევე, გამოყენებული იქნება მანქანური დასწავლის მეთოდი, რათა მომხმარებელმა თავისთვის საინტერესო ინფორმაცია ზუსტად მოიძიოს.

ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა. თუმცა, კომპანიის თქმით, ახალი ფუნქციის გამოყენებით, ჯერ მხოლოდ შეზღუდული კონტენტის ძიება იქნება შესაძლებელი.

ინგლისურენოვან მომხმარებლებს უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ირლანდიასა და კანადაში ინფორმაციის მოძიება საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეეძლებათ. აქამდე ასე მხოლოდ ჰეშთეგებისა და ექაუნთების მოძიება იყო შესაძლებელი.

საკვანძო სიტყვების გამოყენებით, ადამიანებს გარკვეული ინფორმაციის მოძიება უკვე შეუძლიათ. ეს მომხმარებელს დაეხმარება ისეთი ახალი კონტენტის მოძიებაში, რაც მას სჭირდება.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი