ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 10 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 347 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 25 152-ს მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ სექტემბრის შუა რიცხვებთან შედარებით, როდესაც ინდოეთში ინფექციის გავრცელების პიკი იყო და დღეში, საშუალოდ, 98 000-მდე შემთხვევა დასტურდებიდა, ახალი შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო და ბოლო პერიოდში, ყოველდღიურად, საშუალოდ, 27 000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
კოვიდინფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.