ინგლისის ზოოპარკს ახალი გადაშენების პირას მყოფი შავი მარტორქა შეემატა

ავტორი: ცოტნე წერეთელი

ჩესტერის ზოოპარკში, გადაშენების პირას მყოფი მარტორქის დაბადებას “მთელ მსოფლიო აღნიშნავს”, რადგან,  ცხოველების მომვლელების თქმით, დედამიწაზე 1000-ზე ნაკლები ასეთი მარტორქაა დარჩენილი.

ჯანმრთელი დედალი აღმოსავლური შავი მარტორქის ზოოპარკში მოყვანა და მისი 15-თვიანი ფეხმძიმობა ზოოპარკის კამერებზეა აღბეჭდილი.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ აღმოსავლური შავი მარტორქა სრული გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია შეყვანილი. ველურ ბუნებაში ისინი ამჟამად მხოლოდ კენიაში, ტანზანიასა და რუანდაში არიან.

ახალი ბინადრის სახელი ჯერ უცნობია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი