‘’იმ ადამიანებს, რომლებსაც გადატანილი აქვთ კორონავირუსი, სავარაუდოდ, ვაქცინაცია არ დასჭირდებათ’’ – ლევან რატიანი

ავტორი: ლელა მურადაშვილი

‘’თუ ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდა და ეს სახადი დაავადება ვაქცინის შემოსვლამდე მოიხადა, მას ვაქცინა არ სჭირდება.’’ – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ‘’მაესტროს’’ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, კორონავირუსი მყარ იმუნიტეტს ტოვებს. რატიანმა ყურადღება გაამახვილა მედიცინაში არსებულ პროგრესზე კორონავირუსთან ბრძოლაში.

‘’დღეს მედიცინაში ამ ვირუსის შესახებ ბევრი რამ ვისწავლეთ, თითქოს მთელმა მედიცინამ და ბიოლოგიურმა სამყარომ სხვა დაავადებები დაივიწყა და კორონავირუსზე გადაერთო, მაგრამ ამ ეტაპზე ეს აქტუალურია, ახლა ყველას ძირითადი ამოცანა ამ ვირუსის დამარცხებაა.’’ – აღნიშნა ლევან რატიანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი