ილჰამ ალიევი – არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ისეთი, რომელსაც ჩვენი მეზობლებისთვის პრობლემების გამოწვევა შეეძლო

“არც ერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს ისეთი, რომელსაც ჩვენი მეზობლებისთვის პრობლემების გამოწვევა შეეძლო”, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა განაცხადა.

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულმა პროექტებმა რეგიონში თანამშრომლობის პროცესი გააღრმავა და სამაგალითო ურთიერთობები ჩამოაყალიბა.

“აზერბაიჯანის შესაძლებლობები, მათ შორის გავლენის შესაძლებლობები, რეგიონში გაფართოვდება, მაგრამ ჩვენი შესაძლებლობები მხოლოდ თანამშრომლობისთვისაა განკუთვნილი.

როგორი ურთიერთობები აქვს სომხებს მეზობლებთან? აზერბაიჯანთან – ოკუპაციის საკითხი, თურქეთთან – ტერიტორიული პრეტენზიები. რუსეთი, ასე ვთქვათ, უკმაყოფილოა. ვიცი, რატომაც ვერ შეძლეს ირანიდან იარაღის შემოტანა, იმიტომ, რომ ირანი ჩვენი მეგობრული და ძმური სახელმწიფოა და ჩვენი თხოვნით საჰაერო სივრცე ჩაკეტა. იმიტომ, რომ არ სურდა, სომხეთს აზერბაიჯანელები დაეხოცა. ისინი მსგავს პრეტენზიებს უყენებენ საქართველოსაც ახლა, იმიტომ, რომ ომის დროს საქართველომაც ჩაუკეტა და ხმელეთით იარაღის გადატანის საშუალება არ მისცა. მათ ასევე არ სურდათ, რომ ულმობელ მტერს ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობა დაეხოცა. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი მათ არ დაეხმარა. ისინი ყველას აკრიტიკებენ. ისინი ყველას მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავენ,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი