ილია II – წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს

„წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“,- ბრძანა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. დალოცა და გიორგობა მიულოცა მრევლს და სრულიად საქართველოს. ინფორმაციას

ილია II-მ ღამისთევის მსახურება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ელია თეზბიტელის ტაძარში აღავლინა. დილიდან, ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა ტარდება. სამების საკათედრო ტაძარში წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო ატარებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გიორგობას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი