იენს სტოლტენბერგი: ჩინეთი ნატო-ს ღირებულებებს არ იზიარებს

ავტორი: ნანა წულაია

„ჩინეთი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივს არ სცემს და სხვა ქვეყნებზე ზეწოლას ცდილობს“ – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივნმა, იენს სტოლტენბერგმა, ალიანსის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინა პრესკონფეერნციაზე, განაცხადა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ნატო-ს ღირებულებებს არ იზიარებს.

„ჩინეთი ახლა შეიარაღებაში დიდ ფულს აბანდებს. ის გვიახლოვდება, არქტიკიდან აფრიკამდე და ჩვენს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციებს აგრძელებს. ჩინეთი არ იზიარებს ჩვენს ღირებულებებს. ის არ სცემს პატივს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ცდილობს სხვა ქვეყნებზე ზეწოლას. ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევას, ისევე როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა, ისე ერთ საერთო მოსაზრებების მქონე სახელმწიფოებმა“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი