იენს სტოლტენბერგი – ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ

ავტორი: ნანა წულაია

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთვის განახლებული არსებითი პაკეტის მიღებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ნატო-ს მხარდაჭერის ნიშანია.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი