იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების 2,179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდული დღიური მაჩვენებელია, – ამის შესახებ იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ვირუსით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ერთ დღეში – 493 შემთხვევა დაფიქსირდა. იგეგმება გარკვეული შეზღუდვების დაწესება და დისტანციური სამუშაო რეჟიმის დაწესება.
იაპონიაში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 120,000–ს აჭარბებს, გარდაიცვალა 1,913 ინფიცირებული და გამოჯანმრთელდა 105,697 პაციენტი.