იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3,041 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია,-ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის მედია ავრცელებს.
3,041 ახალი შემთხვევიდან 621 დედაქალაქ ტოკიოში დაფიქსირდა.
იაპონიაში ვირუსის დაწყებიდან დღემდე 174,299 შემთხვევაა გამოვლენილი. ფატალურად დასრულდა სულ 2,588 ადამიანის სიცოცხლე. გამოჯანმრთელდა – 147,528 პაციენტი.