იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი 3,823 შემთხვევა გამოვლინდა

იაპონიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 3,823 შემთხვევა გამოვლინდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი მონაცემებით, ეს იაპონიისთვის ერთ დღე-ღამეში დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელია. ტოკიოში 884 შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 214,259-მდე აღწევს.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 50 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რიცხვმა ჯამში 3,165-ს მიაღწია.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი