იანვრიდან ელექტოენერგიის ფასის გაზრდას ვარაუდობენ

ავტორი: ცოტნე წერეთელი

2020 წლამდე მოქმედებდა ის ტარიფი, რომლითაც 2017 წელს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ ელექტროენერგიაზე ტარიფი იყო განსაზღვრული. სწორედ ა/წლის დეკემბრის ბოლოსათვის უნდა გადაწყვიტოს სემეკ-მა, რა ტარიფს გადაიხდიან საქართველოს მოქალაქეები ელექტროენერგიაზე 2021 წლის 1 იანვრიდან.

ექსპერტების განცხადებით, ცვლილებები აუცილებლად იქნება, რადგან ტარიფის კორექტირება 3 წელიწადში ერთხელ სავალდებულოა, და უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ტარიფი გაიზრდება, თუმცა რამდენით, ამის ვარაუდი ძნელია.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დოლარის კურსი საკმაოდ მაღალია, პროდუქტზე მოთხოვნა განუწყვეტლივ იზრდება. გაზრდილია სამი წლის განმავლობაში  ელექტროენერგიის ფასიც. მოსალოდნელია, რომ 2021 წლიდან ტარიფი მინიმუმ 1, 5-2 თეთრით მოიმატებს.

0

You may also like

დატოვეთ კომენტარი